ჩაშლას არ ვაპირებ, ვილოცებ, რომ ვერ ჩაატარონ - მეუფე სტეფანე პრაიდზე

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე აცხადებს, რომ ილოცებს, რათა "თბილისი პრაიდის" მიერ დაგეგმილი ღონისძიების ჩაშლას არ აპირებს, თუმცა ილოცებს, რომ ვერ ჩაატარონ. 

"მე არ ვაპირებ ჩაშლას, მე უბრალოდ სიტყვით ვამბობ, სულიწმინდის მადლით ვილოცებ, რომ ვერ ჩაატარონ. ეს არის სულიწმინდის გმობა, ეს მოქმედება. ეს არ არის ადამიანის უფლება, ეს არის სოდომური ცოდვა, რომელიც ადამიანს აზიანებს. აქედან გამომდინარე მე ჩემს პოზიციას გამოვხატავ. ვამბობ რომ არ არის მიზანშეწონილი, რომ ამის პროპაგანდა ხდებოდეს" - ამბობს მეუფე სტეფანე.