ჩატარდება თუ არა აჭარაში ზღვაში შესვლის რიტუალი ნათლისღების ღამეს

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებით, პანდემიის გამო წელს, ნათლისღების ღამეს ზღვაში შთაფლვის რიტუალი არ ჩატარდება. 

სადღესასწაულო წირვა 19 იანვარს, დილით დაიწყება. წირვის დროს აკურთხებენ წყალსაც.

ცნობისთვის, ზღვაში შესვლის რიტუალი ბათუმში წლებია იმართება. მრევლი სასულიერო პირებთან ერთად სანაპიროზე გადის, სადაც წყალში შესვლის რიტუალი სრულდება.