ჭავჭავაძის გამზირზე ავარია მოხდა

თბილისში, ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დაიწყო.