ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარია

თბილისში, დიღმის მასივში, ბელიაშვილის ქუჩაზე ოთხ სართულიან შენობაში ხანძარია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და სხვა შენობაზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მათივე ინფორმაციით, შენობაში იგრძნობა დაკვამლიანება. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდციო სამუშაოები და შენობის დათვალიერება.