"ჩემ შვილს 400-კილოგრამიანი რკინის საქანელა დაეცა" - რა მოხდა გლდანულაში

გლდანულაში, ერთ-ერთ სკვერში მოზარდი დაშავდა. მშობლის ინფორმაციით, მას რკინის საქანელა ფეხზე დაეცა, რის გამოც ბავშვს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და უკვე 5 დღეა კლინიკაში იმყოფება.

„ჩემს შვილს დაეცა რკინის უზარმაზარი, მინიმუმ 400-კგიანი საქანელა ფეხზე, ბავშვი გადარჩა! ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და აქვს დაზიანებული კუნთიც, დაადეს უამრავი ნაკერი და ბავშვი მე-5 დღეა წევს საავადმყოფოში“,- წერს ბავშვის დედა.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით რკინის საქანელა მიზანმიმართულად იყო დაზიანებული, რის გამოც მოზარდი დაშავდა. საქანელა უკვე შეკეთებულია, ხოლო გამგეობა მზად არის დაზარალებული ბავშვის ოჯახს დაეხმაროს.