ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანი წავიდა, მეშინოდა, რომ ეს დღე დადგებოდა - ვახო სანაია

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში მამის გარდაცვალების შესახებ წერს. როგორც ირკვევა, ჟურნალისტის მამა მძიმე სენს ებრძოდა. 

"ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანი წავიდა. მამაჩემი. იმდენი იბრძოლა, იმდენი, მაგრამ სიკვდილთან ყველანი უძლური ვართ. როგორ მეშინოდა, რომ ეს დღე დადგებოდა..." - წერს სანაია.