ჩემი ოჯახის წევრებსაც რომ დასჭირდეთ რეანიმაცია, ვერ მივიღებთ - ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებაში ამ ეტაპზე, ახალი პაციენტების მიღებასთან დაკავშირებით ლიმიტი ამოწურულია.

,,პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ლიმიტი, ამ ეტაპზე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ლევან რატიანის ოჯახის წევრებსაც რომ დასჭირდეთ რეანიმაცია, სამწუხაროდ, ლევან რატიანი მათ ვერ მიიღებს, ეს არის დღევანდელი ჩვენი ქვეყნის, ამ კლინიკის რეალობა", - აცხადებს ლევან რატიანი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 130 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.