ჩემს სხეულზე ვგრძნობ ტკივილს ყველა მოქნეული კეტისა, წიხლისა, შეფურთხებისა - მეუფე გრიგოლი

მეუფე გრიგოლი 5 ივლისის მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო ის ფორმა, რითიც დემონსტრაციის მონაწილეები გამოხატავდნენ თავიანთ პოზიციას.

"ჩემს სხეულზე ვგრძნობ ტკივილს, ყველა იმ მოქნეული კეტისა, წიხლისა, იმ შეფურთხებებისა, რაც არანაირად შესაბამისობაში არ ზის საერთოდ ქრისტიანობის იდეასთან, ქრისტიანობის სწავლების საფუძველთან. ქრისტიანობა არ არის მხოლოდ გულსაკიდის სიმბოლო, ეს არის ცხოვრების წესი", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.