"ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვარ ამ პროცესის ნაწილი" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.  

პროფესორი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პნევმონიის ვაქცინების ფასებსა და ხარისხზე წერს.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვარ ამ პროცესის ნაწილი.

პნევმონიის ვაქცინების ფასმა მსოფლიოში დრამატულად დაიწია და ხარისხმა აიწია (არაფერს გაგონებთ?! 

2019 წლიდან ვარ გავის პნევმოკოკური კომიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტი (კომიტეტის შემადგენლობაში სულ 8 ადამიანია).

დიდი პასუხისმგებლობა და დიდი ტვირთია.

პნევმოკოკური კომიტეტის გარდა ასევე 2021 წლიდან ვარ გავის დამოუკიდებელი ექსპერტი და ქვეყნების ვაქცინაციის პროგრამების დამტკიცებაში ვიღებ მონაწილეობას.

მეტი რა გითხრათ", - წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.