ჩემთვის პირველი დედის დღეა ამ ამპლუაში - სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე დედის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისთვის პირველი 3 მარტია ახალ ამპლუაში. 

“Happy mother’s day.

ჩემთვის პირველი დედის დღეა ამ ამპლუაში და ვისურვებდი, მეც ისეთივე დედა ვიყო, როგორიც შენ ხარ დე, მიყვარხარ”, – წერს სოციალურ ქსელში სოფო ნიჟარაძე.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ მომღერალი დედა გახდა. მან შვილი ამერიკაში გააჩინა და საქართველოში ამ დრომდე არ დაბრუნებულა.