ჭიათურაში, 101 წლის ცოლ-ქმარი ხანძარს ემსხვერპლა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფელ მანდაეთში ხანძარს ხანდაზმული წყვილის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი როლანდ ხოჯანაშვილი ავრცელებს.

"საქართველოში ყველაზე ხანდაზმული წყვილი, 101 წლის მანდაეთელი ცოლ-ქმარი წუხელ ხანძრის შედეგად დაიწვნენ... ერთ დღეს დაბადებულნი ერთ დღეს აღესრულნენ... დაქორწინდნენ 25 წლისანი. აღესრულნენ 101 წლისანი. ნათელი დაუმკვიდრდეთ", - წერს როლანდ ხოჯანაშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის დროს ნოე და მარუსა მუმლაძეები სახლში მარტო იმყოფებოდნენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.