ჭიათურაში, დენის დარტყმის შედეგად 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთში 4 წლის ბავშვი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

შემთხვევა საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ დამხმარე სათავსოში მოხდა, სადაც ბავშვს დენმა სადენებთან შეხების შედეგად დაარტყა.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.