ჩინეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საქართველოში გამოფრენას მთავრობა უზრუნველყოფს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქისთვის საქართველოში გამოფრენას უზრუნველყოფს.

ამის შესახებ report.ge-ის ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების ცნობით, ქართული ოჯახი საქართველოში პეკინიდან ხვალ გამოფრინდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სამი მოქალაქე, რომელიც ჩინეთის ქალაქ იანგჭოუში იმყოფება, ფრენების გაუქმების გამო ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებდა.