ჩუმათელეთი-ხუნევის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ამის შესახებ report.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს. 

,,საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.