ჭოველიძის ქუჩიდან მეტროსადგურ "რუსთაველამდე“ გზა გადაიკეტება

დედაქალაქში საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო  00:00 საათიდან 3 დეკემბრის 07:00 საათამდე, მერაბ კოსტავას ქუჩის მონაკვეთი, თამარ ჭოველიძის ქუჩიდან - მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ გადაიკეტება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.