ჩოხატაურში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაზიანში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველების სამი ეკიპაჟი იყო ჩართული.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

ცნობისთვის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სახლს ცეცხლი, დაახლოებით, 21:00 საათზე გაუჩნდა.