ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრე ცაავას შემცვლელის ვინაობა ცნობილია

ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა, – ამის შესახებ სინოდის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განუცხადა. 

მისი თქმით, გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიის წინამძღვარი, მეუფე პეპტრე ცაავა საქართველოს პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან დღეს გამართულ სინოდის სხდომაზე გადააყენა.

სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ის უსამართლოდ განაყენა მღვდელმთავრობიდან.