ჩუქურთმოვანი ჩვაბიანი - სოფელი სვანეთში - PHOTO

ჩვაბიანში გადაღებულ ნახევარსაუკუნოვანი სახლის ფოტოს სოციალურ ქსელში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსი პაატა ლაგვილავა აქვეყნებს.

გარე ფასადზე ამოტვიფრული წარწერით ირკვევა, რომ სახლი 1956 წელსაა აშენებული და ის ვინმე გიგანს ეკუთვნოდა.

სოფელი ჩვაბიანი მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემში მდებარეობს.