"ჩვენი ოპერატორი "ოცნების" ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს" - მთავარი არხი

ქარელში, "მთავარი არხის" ოპერატორი "ქართული ოცნების" ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოპერატორის მდგომარეობა მძიმეა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.