COVID-19-ის სიმპტომებით გურჯაანიდან თბილისში 33 წლის ქალი გადმოიყვანეს

კორონავირუსის სიმპტომებით გურჯაანიდან  თბილისში 33 წლის ქალი გადაიყვანეს. პაციენტი ერთ-ერთი ღვინის მაღაზიის გამყიდველია და მას ჩეხ ტურისტებთან ჰქონდა კონტაქტი.

მას ანალიზები ჩაუტარდება, რომლის პასუხებიც სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.

კახეთის რეგიონში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა.