Covid 19-ით ინფიცირებული 1 490 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

საქართველოში Covid 19-ის მიმდინარე 51 511 აქტიური შემთხვევიდან 1 490 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 309 პირი. 

957 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 529 - თბილისში, 218 - აჭარაში.

44 513 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 487 ადამიანი.