COVID-19 -ით ინფიცირებული 10 წლის ბავშვის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა - VIDEO

დღეს კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან ინფექციურ საავადმყოფოში 5 პაციენტი მოთავსდა. როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, დღის ბოლოს გამოვლინდა კიდევ ერთი შემთხვევა. აღნიშნული პაციენტი იმ 10 წლის ბავშვის დედაა, რომელიც ბათუმიდან თბილისში COVID-19 -ის დიაგნოზით გადმოიყვანეს.

ამ დროისთვის საქართველოში 131 ლაბორატორიულად ადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული.