COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 131-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 131- მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსი 26 -მა პაციენტმა დაამარცხა.

კარანტინის რეჟიმში 5550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 281 ადამიანი იმყოფება.