COVID-19 საქართველოში გამოკვლეული პაციენტების 6-10 პროცენტს გადატანილი აქვს

საქართველოში  COVID-19  გამოკვლეული 1000 ადამიანიდან  6-10 პროცენტს გადატანილი აქვს. როგორც თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, საქართველო სწრაფ ტესტებს არა დაავადებულების, არამედ დაავადება გადატანილების გამოსავლენად იყენებს. ამ პროცესში კი კვლევა ჩაუტარდა 1000 ჯანმრთელ ადამიანს, რომელთაგანაც 6-დან 10 პროცენტამდე პირს დაუდგინდა, რომ ვირუსი გადაიტანა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ეს მაღალი მაჩვენებელი არ არის.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, კვლევა დამუშავების ეტაპზეა და ზუსტი რიცხვები ჯერ დადგენილი არ არის.