COVID-19 სასულიერო პირს დაუდგინდა, რომელიც ინფიცირებული მედიკოსის ძმაა 

COVID-19 სასულიერო პირს დაუდგინდა. როგორც  report.ge-სთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, სასულიერო პირი ერთ-ერთი იმ მედიკოსის ძმაა, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით სწორედ მამაოსგან გადაედო თბილისის მედიცინის ინსტიტუტის ექთანს კორონავირუსი, რომელიც სამსახურში დადიოდა. სავარაუდოდ მისგან დაინფიცირდნენ დანარჩენი მედიკოსები. ინფიცირებულია ასევე სასულიერო პირის დისშვილი და დის დედამთილი.  

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსი თბილისის მედიცინის ინსტიტუტის რამდენიმე მედიკოსს დაუდასტურდა.