,,COVID-19-ის ვაქცინა არ დარჩება ჩვენს ორგანიზმში!" - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში კორონავირუსის ვაქცინის შესახებ წერს.

,,COVID-19-ის ვაქცინა არ დარჩება ჩვენს ორგანიზმში! ის გაწვრთნის ჩვენს იმუნურ სისტემას, როგორ ებრძოლოს ვირუსს და ამის შემდეგ გაქრება!", - წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი გუშინ, 15 მარტს დაიწყო. პირველ ეტაპზე მედიკოსები აიცრებიან.

ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო.