მესტიაში ახალგაზრდა მამაკაცი ხევში გადაიჩეხა

სვანეთში უბედური შემთხვევა მოხდა. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში ახალგაზრდა მამაკაცი ხევში გადაიჩეხა. 23 წლის ბიჭს, სავარაუდოდ, ქვაზე ფეხი დაუცდა. 

როგორც report.ge-ს მესტიის მერმა კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა, შემთხვევა, დაახლოებით, საათნახევრის წინ მოხდა.

მისივე ინფორმაციით, ცხედარი ნაპოვნი და ამოყვანილია. 

როგორც მესტიის მერი აცხადებს, მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.