გორი-ნიქოზის რკინიგზის მონაკვეთზე მატარებელი მანქანას დაეჯახა

გორი-ნიქოზის რკინიგზის მონაკვეთზე ავტომანქანას მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა სოფელ ხვითთან მოხდა. მანქანა ხილით იყო დატვირთული. მძღოლი გორში, ბაზარში მიდიოდა.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულ მონაკვეთზე დაზიანებულია ლიანდაგი და მატარებელი ნელა მოძრაობს. ამიტომ შეჯახებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებული არავინ არის.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდა.