დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისა და პრიორიტეტული ჯგუფების შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს:

,,COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შეზღუდული რაოდენობის გამო, პირველ რიგში იცრებიან პრიორიტეტული ჯგუფები, რომელთაც დაავადების გართულებების ყველაზე მაღალი რისკი აქვთ (ე.წ. მაღალი რისკის ჯგუფი).

ვაქცინების წარმოების ზრდასთან ერთად, ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება ყველა დანარჩენი მსურველისათვის.

დღეის მდგომარეობით აცრა შეუძლიათ:

ჯანდაცვის მუშაკებს;

55 წლის და უფროს ადამიანებს;

დიალიზზე მყოფ და ორგანო გადანერგილ პაციენტებს.

ვაქცინაციის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ პლატფორმას booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22", - აღნიშნულია ინფორმაციაში.