დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 25.9%.

23 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 700 895 აცრა

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 960 081 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.8%

სრულად ვაქცინირებულია 740 814 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 25.9%

22 სექტემბერს აიცრა 12 948 ადამიანი