დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატისტიკას ავრცელებს, რომლის თანახმადაც საქართველოში ორჯერადად მოზრდილი მოსახლეობის 24.8 პროცენტია აცრილი. 

20 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 655 040 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 947 477 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.2%.

სრულად ვაქცინირებულია 707 563 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 24.8%.

19 სექტემბერს აიცრა 7 720 ადამიანი.