დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს:

9 იანვრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 551 413 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 297 372 ადამიანი - >18 ასაკის მოსახლეობის 45.2%.

სრულად ვაქცინირებულია 1 167 688 ადამიანი - >18 ასაკის მოსახლეობის 40.7%.

ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 84 792 ადამიანს.

8 იანვარს აიცრა 5 001 ადამიანი.