დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატისტიკას აქვეყნებს.

ცენტრის მონაცემებით:

19 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 920 934 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 013 507 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.7 %.

სრულად ვაქცინირებულია 907 106 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.8%.

18 ოქტომბერს აიცრა 6 203 ადამიანი.