დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ქვეყანაში ორჯერადად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 30.8%.

12 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 882 118 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 002 488 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.3 %.

სრულად ვაქცინირებულია 879 630 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 30.8 %.

11 ოქტომბერს აიცრა 6 817 ადამიანი.