დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატისტიკას აქვეყნებს

ცენტრის ინფორმაციით:

21 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 932 643 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 017 863 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.8 %.

სრულად ვაქცინირებულია 914 311 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.0%.

20 ოქტომბერს აიცრა 5 194 ადამიანი.