დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში კორონავირუსზე ერთი დოზით მოზრდილი მოსახლეობის 33.5 პროცენტია აცრილი, ხოლო ორი დოზით - 25.6 პროცენტი. 

ცენტრის მონაცემებით:

22 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 686 412 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 956 417 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.5%

სრულად ვაქცინირებულია 729 995 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 25.6%.

21 სექტემბერს აიცრა 13 962 ადამიანი.