დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში 35%-ზე მეტი სრულად არის აცრილი.

6 დეკემბერის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 238 070 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 198 176 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 42.2%.

სრულად ვაქცინირებულია 1 018 984 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.7%.

5 დეკემბერს აიცრა 2 674 ადამიანი.

კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი იხილეთ ბმულზე.