დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის განახლებულ სტატისტიკას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში მილიონზე მეტი ადამიანი სრულად არის აცრილი.

1 დეკემბერი მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 183 335 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 165 835 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 41.0 %.

სრულად ვაქცინირებულია 1 001 801 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.1%.

30 ნოემბერს აიცრა 11 999 ადამიანი.