დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 22 ოქტომბრის მონაცემებით სულ საქართველოში ჩატარებულია 1 938 274 აცრა.

ქვეყანაში, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 020 110 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.9 %;

სრულად ვაქცინირებულია 917 638 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.1%;

21 ოქტომბერს აიცრა 5 309 ადამიანი.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 4 155 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გარდაიცვალა 40 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 2 507 პაციენტი.