დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაცით, 17 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში სულ ჩატარებულია 1 610 309 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 935 094 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.7%;

სრულად ვაქცინირებულია 675 215 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 23.6%;

16 სექტემბერს აიცრა 19 148 ადამიანი.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 039 ახალი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გამოჯანმრთელდა 2 192 ინფიცირებული. ვირუსით გარდაიცვალა კიდევ 56 პაციენტი.