დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ვაქცინაციის შესახებ სოციალურ ქსელში დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

,,საქართველოში Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინით 55 წლისა და უფროსი ასაკის პირები აიცრებიან. 

პირებს, რომლებიც AstraZeneca-ს ვაქცინით უკვე აიცრნენ, უსაფრთხოდ შეუძლიათ მიიღონ ვაქცინის მეორე დოზა, შესაბამისი ინტერვალის გასვლის შემდეგ. საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის შემოტანა გაგრძელდება.

ვაქცინა საკმარისი იქნება 55 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანთათვის.ევროპის წამლის სააგენტომ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია AstraZeneca-სთან დაკავშირებით შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ. 

ორივე ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტმა დაადასტურა, რომ AstraZeneca-სთან დაკავშირებული სარგებელი აღემატება ყველა იმ შესაძლო რისკს, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს ვაქცინაციის ფონზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.