დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

"COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის ევოლუციის პირობებში სხვადასხვა ქვეყანაში გაჩნდა ვირუსის სახეცვლილი ფორმები.

საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის გამომწვევი შტამის - დელტას 5 შემთხვევიდან არც ერთი არ იყო საქართველოს მოქალაქე.

ამ დროისთვის არც ერთი მათგანი არ იმყოფება ქვეყანაში.

როგორ ჩნდებიან შტამები და რამდენად ეფექტურია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ახალი შტამებისგან თავდასაცავად.

ამ კითხვებზე პასუხები სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს ბლოგზე", - აღნიშნულია NCDC-ის "ფეისბუქის" გვერდზე.