დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

"ვაქცინირებული ადამიანის ორგანიზმს აქვს თავდაცვის უნარი COVID-19 ვირუსთან საბრძოლველად, თუმცა შესაძლებელია ვირუსი უსიმპტომოდ განვითარდეს და უნებლიედ გახდეთ საფრთხე სხვა ადამიანებისთვის.

ამ ეტაპზე, დაავადების გავრცელების შესაჩერებლად საუკეთესო საშუალებაა უკვე არსებული პრევენციული წესებისა და რეგულაციების დაცვა.ვაქცინაციის შემდეგაც აუცილებელია:ნიღბის ტარება;

სულ მცირე 1 მეტრი დისტანციის დაცვა;

ხელების ხშირი დაბანა.

გაუფრთხილდით თქვენი და გარშემო მყოფების ჯანმრთელობას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.