დაჩოქილი ემუდარება, ნუ აღმართავენ ხელს საკუთარ ძმებზე - ფოტო ნამახვანიდან

"მაკა დაჩოქილია სპეცრაზმის წინაშე და ემუდარება, ნუ აღმართავენ ხელს საკუთარ ძმებზე", - ამ აღწერით სოციალურ ქსელში ემოციური სურათი, დავით სიმონიამ გაავრცელა.

ცნობისთვის, სოფელ ნამახვანში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ვითარება მკვეთრად დაძაბულია.

რამდენიმე წუთის წინ, ფაქტთან დაკავშირებით განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

უწყების ცნობით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება დროებით იზღუდება.