დაჭრილი მონადირე, რომელიც მეხანძრე-მაშველებს ტყიდან გამოჰყავდათ, გარდაიცვალა.
60 წლამდე მამაკაცი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარის ტყეში სანადიროდ იყო წასული. მას იარაღი გაუვარდა და თვითდაზიანება მიიყენა.
დაჭრილმა დასახმარებლად 112-ში თავად დარეკა.
სამაშველო ღონისძიებაში მეხანძრე-მაშველებთან ერთად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც იყო ჩართული.
თუმცა, უამინდობისა და რთული რელიეფის გამო, დაჭრილი მამაკაცის ვერტმფრენში აყვანა ვერ მოხერხდა. რის შემდეგაც მონადირე ქვეითად წასულ მეხანძრე-მაშველებს საკაცის დახმარებით, ტყიდან ფეხით გამოჰყავდათ. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.