,,დადასტურების მიუხედავად, ახლაც არ სჯერა რომ კორონა არსებობს"

მიხეილ კირცხალია, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული და მკურნალობის კურსს ფოთის ჰოსპიტალში გადის, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

,,პალატაში მესამე ბატონი თენგიზი დაგვემატა. ქვეყანაში გადაჭედილია კლინიკებიო იუწყებიან ქვეყნის შესაბამისი უწყებები. ფიცი მწამს, მაგრამ ჩვენთან ეს ადგილი სამი დღე თავისუფალი იყო.

ის ფიზიკის მასწავლებელია და ეხლა განათლებაში არსებულ პრობლემებზე ვსაუბრობთ. როგორც ამბობს მას ვირუსი მოსწავლემ გადადო და შეძენილ ვირუსს 4 დღე მალავდა. დადასტურების მიუხედავად ეხლაც არ სჯერა რომ კორონა არსებობს", - წერს მიხეილ კირცხალია სოციალურ ქსელში.