დადგენილი რეგულაციების დარღვევის 1 321 ფაქტი გამოვლინდა

ქვეყანაში არსებული რეგულაციების დარღვევის 1 321 ფაქტი გამოვლინდა. 

სამართალდამცველებმა დააჯარიმეს 59 მოქალაქე, რომლებმაც 23:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. 

პირბადის წესის ტარების დარღვევის ფაქტზე 1 065 პირი დაჯარიმდა. ამავე წესის განმეორებით დარღვევის 197 ფაქტი გამოვლინდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.