დადგენილი რეგულაციების დარღვევის 518 ფაქტი გამოვლინდა

ქვეყანაში დადგენილი რეგულაციების დარღვევის 518 ფაქტი გამოვლინდა. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში პოლიციამ დააჯარიმა 44 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი, რომლებმაც 23:00 საათიდან 04:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

მათ გარდა, პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო 380 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. ამავე წესის განმეორების დარღვევის 93 ფაქტი გამოვლინდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.