დაფიქსირდა გულის გაჩერება - გურამ დოჩანაშვილის მდგომარეობა მძიმეა

გურამ დოჩანაშვილის მდგომარეობა, რომელიც კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" 2 კვირის წინ გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო მოათავასეს, მძიმეა.

მწერლის მდგომარეობა დღეს დილით დამძიმდა. კლინიკის პერსონალი ადასტურებს, რომ დაფიქსირდა გულის გაჩერებაც, თუმცა გულის მუშაობა მალევე აღდგა. მწერალი ამჟამად მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

გურამ დოჩანაშვილს 26 მარტს 82 წელი შეუსრულდა.