დაფიქსირდა თუ არა საქართველოში "ომიკრონის" შტამი - გამყრელიძის განმარტება

საქართველოში "ომიკრონის" გავრცელების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის თქმით, "ომიკრონს" ახასიათებს შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა.

"ომიკრონი" შედარებით ნაკლები აგრესიულობით ხასიათდება. აზიანებს უფრო ახალგაზრდა ასაკს. დღემდე 10-მდე საეჭვო ნიმუშია გამოკვლეული, თუმცა არც ერთში არ დადგენილა "ომიკრონისთვის" დამახასიათებელი მუტაცია. ყველა მათგანი იყო "დელტა" ან "დელტა პლუსი". არის კიდევ ორი საეჭვო ნიმუში, რომელზედაც მიმდინარეობს ჩაღრმავებული ლაბორატორიული კვლევები,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.